Აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სანქციების სამიზნე გახდნენ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომის მანქანასთან დაკავშირებული ადამიანები, ასევე ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, შესყიდვების ქსელები და სანქციების თავიდან ამცილებლები არაერთი კონტინენტის მასშტაბით.
ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიდევ უფრო მკვეთრ ფასს გადაიხდის საზღვარგარეთ აგრესიისა და შიდა რეპრესიებისთვის.
„ორი წლის წინ მან სცადა უკრაინის რუკიდან წაშლა. პუტინი თუ არ გადაიხდის ფასს მკვლელობებისა და განადგურებისთვის, ის გააგრძელებს გზას“, – აღნიშნულია განცხადებაში.