უკრაინას მხოლოდ იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გასამარჯვებლად, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
დანილოვის თქმით, რუსეთს აქვს სულ მცირე ხუთჯერ მეტი ჭურვი, ვიდრე უკრაინას მთელი ფრონტის ხაზზე.
„არსებობს სამი კომპონენტი, რომელიც უკრაინას სჭირდება: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი“, – აღნიშნა დანილოვმა.
დანილოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში ყველას არ სურს უკრაინის ომში გამარჯვება.
„რომ ნდომებოდათ ჩვენი გამარჯვება, დროულად მოგვაწვდიდნენ თანამედროვე იარაღს“, – დასძინა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.