„ჰამასმა“ ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ ომის შემდგომ პირველ ოფიციალურ გეგმას პალესტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ ომის შემდგომ პირველ ოფიციალურ გეგმას „ჰამასი“ გამოეხმაურა და მას პალესტინური მიწების დეფრაგმენტაციის მცდელობა უწოდა.

დაჯგუფების ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა და გარანტია მოითხოვა, რომ ისრაელი სამშვიდობო შეთანხმებას შეასრულებს პალესტინელ ხალხს კი საკუთარი ბედის მართვის უფლება მიეცემა.