„დემოკრატები“ ისევ ცდილობენ, რომ ლექციები წაგვიკითხონ რუსეთში დეზინფორმაციაზე და ჩვენ რუსეთში ინტერესების გატარებაში დაგვადანაშაულონ. ეს ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ ჩვენს მიერ დაწყებული გამოძიების საპასუხოდ ხდება. ბაიდენმა და მისმა ნათესავებმა ხომ ათობით მილიონი დოლარი იშოვეს. ამის შესახებ ამერიკელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მარჯორი ტეილორ გრინმა X-ში დაწერა.
„ისინი (დემოკრატები) აცხადებენ, რომ ჩვენ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენაზე უარს ვაცხადებთ, უარს ვამბობთ ომის დაფინანსებაზე, სადაც უკრაინელი კაცების მთელი თაობა დაიღუპა და პრორუსულ პოლიტიკას ვატარებთ და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ უბრალოდ გვსურს საკუთარი საზღვრის უსაფრთხოების დაცვა და CIA-ის ომებში ფულის გადახდა არ გვინდა.
მათ ტყუილები გარდა იციან. ჯერ კიდევ 2020 წელს დაზვერვის 51-მა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპი მას არ ეკუთვნის. სინამდვილეში კი ეს სწორედ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპია და მასში სრულიად საზიზღარი ინფორმაცია ინახებოდა. ის დეტალურად აღწერდა ჯო ბაიდენის მიერ სხვადასხვა უცხოურ კომპანიის ლობირებას და სხვადასხვა უცხოელ აგენტთან თანამშრომლობას.
აი ეს იყო არჩევნებში ჩარევა!
ახლა კი დემოკრატები მოულოდნელად აღშფოთდნენ პუტინის პოლიტიკური ოპონენტის გარდაცვალებით, თვითონ კი აქტიურად სვამენ ციხეში J6-ის მონაწილეებს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ცდილობს, რომ დონალდ ტრამპი სამუდამოდ ციხეში გაუშვას და მას ფაქტობრივად სიკვდილი მიუსაჯოს.
რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას!
„დემოკრატების“ პოლიტიკა იმდენად ცუდია, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია იმდენად საშინელი საქმე აკეთა, როდესაც 10 მილიონზე მეტი არალეგალ;ური მიგრანტის შემოსვლა დაუშვა ჩვენს ქვეყანაში, მაღალი ინფლაციით ანგრევს დოლარის ღირებულებას. ერთადერთი, რაც მათ შეიძლება შემოგვთავაზონ, არის რაღაცა „მწვანე ენერგეტიკა“, – სრული სისულელე. ამასთანავე, განაგრძობენ ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებებს და ყვირიან რუსეთის ქმედებების შესახებ.
ასე რომ, მათ, ვინც ამერიკაზე, ამერიკელ ხალხზე, ჩვენს მიერ გამომუშავებულ დოლარებზე ზრუნავს, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ „რუსულ ბლა-ბლა-ბლას“ გიწოდებენ, დემოკრატებს ეშინიათ, რომ ტრამპი გაიმარჯვებს და ამიტომაც უცხადებენ მას იმპიჩმენტს. და ეს ყველაფერი ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამო ხდება, ამ ყველაფრის მონაწილეები ჩვენც ვხდებით“, – წერს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი.