წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება შესაძლოა, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ჰქონდეთ.
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაშიც უქმდება.
ჯერ კიდევ მოქმედი „საარჩევნო კოდექსით“, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებს.