რუსეთი ბენზინის ექსპორტზე დროებით აკრძალვას აწესებს

ბენზინის ექსპორტის ნახევარი წლით აკრძალვას გეგმავს რუსეთის ხელისუფლება. როგორც TASS მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის  1 მარტიდან უნდა ამოქმედდეს, რათა „გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მოთხოვნის ზრდა დარეგულირდეს“.

გარდა ამისა, მთავრობა, საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვის 16%-მდე გაზრდას ვარაუდობს.

„ინფორმაციას ვადასტურებთ“, – განუცხადა სააგენტოს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა.

მისი განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს, რომელშიც რუსეთთან ერთად შედის ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი.