აზერბაიჯანში ჟურნალისტს ქრთამის აღიბისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აზერბაიჯანის ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტს ავაზ ზეინალის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მას დიდი ოდენობით ქრთამის აღება ბრალდება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ქრთამის აღების გარდა, სასამართლომ ზეინალი თანამდებობის პირზე ზეწოლაში დამნაშავედ ცნო. ჟურნალისტის ბინიდან 16 ათასი მანათის (8 ათასი დოლარის) კონფისკაცია მოხდა.

პროკურატურა ზეინალისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვდა. თავად ჟურნალისტმა ბრალი არ აღიარა.

ზეინალის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი ასევე დააკავეს და ქრთამის აღებაში მონაწილეობა დააბრალეს. მოგვიანებით მას ციხე შინა პატიმრობით შეუცვალეს.

2021 წლის ივლისში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა (OCCRP) გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ისრაელის კომპანიის, NSO Group-ის პროგრამა Pegasus-ს იყენებდა და მისი დახმარებით ჟურნალისტების, უფლებადამცველების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ტელეფონებზე მიყურადებას ახორციელებდა. 245 ნომრიდან მეხუთედი რეპორტიორებს, რედაქტორებს და მედიაკომპანიების მფლობელებს ეკუთვნოდა.