მსახიობი, აგრონომი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი, ჩოგბურთელი, მთის და წყლის მოთხილამურე გივი სიხარულიძე იუბილარია. იგი 80 წლის გახდა.
გივი სიხარულიძე 1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც 1969 წლამდე სწავლობდა.
მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით „გასეირნება“. შემდეგ მოდიოდა ფილმები: „ჭიდაობას რა უნდა“, „ტურანდოტი“ და „დაუმთავრებელი პორტრეტი“. მსახიობმა სახელი გაითქვა ფილმით „უძინართა მზე“ და სერიალით „ცხელი ძაღლი“.
გივი სიხარულიძე არის არჩეული ქართველ მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსად.