ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილების უფლებების გათანაბრებას, მაგრამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი არ დაუჭირა.
ჩეხეთის სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელთა განხილვას პარლამენტი გასული წლიდან ცდილობს, ითვალისწინებდა, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილებს ქორწინებაში იგივე უფლებები ექნებოდათ, რაც ახლა აქვთ ქალებსა და მამაკაცებს, საერთო საკუთრების ქონის უფლება და ასევე ბავშვთან დაკავშირებული უფლებები.
„კონსერვატორი“ დეპუტატების პროტესტის გამო, ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული საბოლოო კანონპროექტი არ ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.
„მხოლოდ ადასტურებს არსებული პარტნიორობის მექანიზმს ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.