“ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება.” – დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია სოციალურ ქსელში მეუფე პეტრეს გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს:

„თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება, ერის შემოტრიალება, ტაძრების აშენება, სასულიერო პირების გამრავლება, სემინარიების და აკადემიების გახსნა, დაუღალავი ლოცვა, უძილო ღამეები ერზე ფიქრში გატარებული და რომ ჩამოვთვალო ის ყველაფერი, რაც თქვენ ჩვენ ქვეყნისთვის გიკეთებიათ, ალბათ, მთელი დღე დამჭირდება ამ ყველაფრის დასაწერად…

ეშმაკი ცილის მწამებელია, მას მხოლოდ წილის წამება შეუძლია, ვაი იმ ადამიანებს ვი,საც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს…

თქვენო უწმიდესობავ, მთელი ერი, თქვენი სამწყსო, რომლის კეთილი მწყემსი ბრძანდებით, ქრისტეს დედა ეკლესიის და თქვენს გვერდით ვართ… გვიყვარხართ, თქვენო უწმიდესობავ“,  – წერს მამა შალვა.