გრანდიოზული მეწყერი თურქეთში – მიწის ჩამოშლის ვიდეოკადრები ვრცელდება

მეწყერი ერზინჯანის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელ საწარმოზე მოხდა. ჩამოიშალა 10 მილიონი კუბური მეტრი მიწა, 10 მ/წმ სიჩქარით! საუბედუროდ, 9 მუშა მიწის ქვეშ მოჰყვა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ მეწყერი იმ ტერიტორიაზე ჩამოწვა, სადაც ციანიდით დამუშავებული მადანი იყო დასაწყობებული. თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი ამბობს, რომ ჩამოშლილი მიწის უზარმაზარი მასის გატანას 400.000 სატვირთო მანქანა დასჭირდება.