„ნაცმოძრაობამ” კვლავ გატეხა სიტყვა, შეთანხმება დაარღვია

„ნაციონალურმა მოძრაობამ” კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება”, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომელმაც ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისანში ყველაზე ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

„სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. “ნაციონალურმა მოძრაობამ” რომ დაარღვია შეთანხმება და გატეხა სიტყვა, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ… ისანში გაიმარჯვებს ღირსეული”, -განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვა. გუშინ პარტიამ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.

“ინტერპრესნიუსი”