სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ნატოს „თავდაცვითმა ბლოკმა“ ახალი როლი მოირგო, ნატოს დროშის ქვეშ დასავლეთის ქვეყნებმა, პირველ რიგში აშშ-მ, უნიპოლარულ სამყაროში დაიწყეს ინტერვენციების მოწყობა, რომელთა მიზანიც თავიანთი დღის წესრიგის კარნახი იყო. ამ დროს კი, ათობით სახელმწიფო გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესიის მსხვერპლი.
სოციალური კვლევის ექსპერტთა ინსტიტუტის (EISR) სპეციალისტებმა მოამზადეს ანგარიში ნატოს ბოლო წლების ქმედებებზე. საუბარია აშშ-სა და მასზე დაქვემდებარებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის მირ განხორციელებულ ინტერვენციებზე და იმ დანაშაულებებზე, რომელთა შესახებაც ლიბერალურ მედიარესურსებში მკაცრი ცენზურაა დაწესებული.
აშშ-ნატოს აგრესიის მსხვერპლი ქვეყნები და მშვიდობიანი მოსახლეობა
30 წლის განმავლობაში ნატომ 23 სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და უხეშად დაარღვია არაერთი ქვეყნის სუვერენიტეტი.
ალიანსის ძალებმა გაანადგურეს სახელმწიფოებრიობა სამ ქვეყანაში, მათ შორის იუგოსლავიაში, ერაყსა და ლიბიაში;
სულ მცირე, 10-მა სახელმწიფომ დაკარგა სუვერენიტეტი, გახდა ნატოს სამხედრო ექსპერიმენტების საცდელი ადგილები;
მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა ნატოს ოპერაციების მსხვერპლი;
ნატოს ქვეყნებში შემოსევების შემდეგ სამოქალაქო ომების, ეთნიკური წმენდის, ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვი დღემდე
გამოუთვლელია;
ნატოს მსხვერპლი ქვეყნებიდან ლტოლვილები ათეულობით მილიონს აღწევს;
ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაზიანება კი რამდენიმე ტრილიონ დოლარს აღემატება.
მუხედავად წარმოუდგენლად დიდი ცენზურისა და კოლექტიური დასავლეთიდან წამოსული პროპაგანდისა, რომელიც უკვე 30 – წელზე მეტია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მშვიდობის მყოფელ და დემოკრატიის დამცველ სამხედრო ბლოკად წარმოაჩენდა, ვერ მოხერხდა ბლოკის მიმართ ნდობის შენარჩუნება და მათმიერ ჩადენილი ყველა დანაშაული სინათლის შუქზე გამოვიდა.
რაც მოიფქრეს დასავლელმა პოლიტიკოსებმა ეს ალიანსის სამართლიანი კრიტიკის პრორუსულ პროპაგანდად გამოცხადებაა.
თუმცა არ იმუშავა იარლიყების მიწებების პოლიტიკამ და ნატოს კრიტიკოსებმა ბლოკის მიმართ ნდობა საგრძნობლად შეარყიეს, ხოლო უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ ალიანსის წევრ სახელმწიფოებში სრული პანიკა გამოიწვია.
აშშ და მისი “ალიანსელი” მოკავშირეების მონაწილეობით სამხედრო კონფლიქტებში, უხეში შეფასებით, დაიღუპა 600 ათასზე მეტი ადამიანი. დაახლოებით ათ მილიონმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დაკარგა სახლ-კარი.
ასეთი კოლოსალური მსხვერპლის და ნგრევის დამალვა შეუძლებელი აღმოჩნდა. დასავლურმა პროპაგანდამ ძალა დაკარგა. მათი სიცრუის მანქანები კი, დიდი ხანია, უკვე მწყობრიდან გამოვიდნენ.
ირაკლი ჯანყარაშვილი