ამიერიდან, დროდადრო, წარმოგიდგენთ ქართველ ლექსპერტებს, რომლებიც უკიდეგანო იდიოტობებს აფრქვევენ და მათ ნაბოდვარს ინტერნეტში ავრცელებს სოროსული მასმედია. ამჯერად, ნამდვილად სასაცილო პერსონაჟს, ვინმე მირიან მირიანაშვილს, რომელსაც სოროსის ფონდის მიერ არაერთხელ ნასპონსორალი “ინტრპრესნიუსი” წარმოუდგენს მკითხველს, როგორც “პოლიტიკის ანალიტიკოსს”.
ფოტოზე ზევით: მირიან ანალიტიკოსი. ფოტოებზე ქვევით: გაღიმებული ავლიპ ზურაბაშვილი და გაოცებული “ჩებურაშკა”
ანალიზისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მირიანის აზრები “ანალიდან” წამოსულს უფრო ჰგავს, ვიდრე ტვინიდან. ინტერვიუერიცა და რესპონდენტიც, ორივენი ერთნაირი უვიცობასა და კრეტინიზმს ავლენენ და ამ კრეტინობას ავრცელებს “ინფორმაციების ფლაგმანად” თვითგამოცხადებული ინტერნეტ-საატენტო.
დიდი შესავლის გაკეთება არ არის საჭირო, თავად მირიან მირიანაშვილის “ანალიტიკით” გავამხიარულებთ ჩვენს მკითხველებს. მაშ ასე, ციტატები და მხოლოდ ციტატები (ანუ სტილი და პუნქტუაცია სრულად არის დაცული, ჩვენი მხოლოდ შრიფტის ფერი და გამუქებაა, ყველაზე გაუგებარი ბოდვების გამოსაყოფად)!
მაშ ასე, მირიან ანალიტიკოსი:
იუმორისტული კონტექსტით საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ავდეევკაზე შეტევა გეოგრაფიული განვრცობადობით იცით რას წააგავს? მე ატენის ქუჩაზე ვცხოვრობ და აქედან ფილარმონიას რომ ვუტევდე და ვერ ავიღო ფრონტალური შეტევით და მერე ელბაქიძის და სევასტოპოლის ქუჩებიდან ფლანგურ დარტყმებზე გადავიდე დაახლოებით იმის ანალოგიაა.
უკრაინა-რუსეთს შორის ერთი ერთზე კონფლიქტი რუსეთის გამარჯვებებით დასრულდებოდა. უკრაინას პლუს დასავლეთ ევროპის რუსეთთან დაპირისპირება ეს ნიშნავდა ყაიმს. მაგრამ, თუ უკრაინის მხარდასაჭერად ევროპასთან ერთად გააგრძელებს აშშ და ასეთი პირი უჩანს, ასეთ ვითარებაში ძნელად წარმოსადგენია რუსეთის დამარცხება თავიდან რამ უნდა ააცილოს
მთლიანობაში კი უკრაინა-რუსეთის ფრონტზე ვითარება დღეს არის სტატიკური. მომავალში კი რაც მოხდება იმის შესაცნობად ეს მმარტივი ფორმულა გამოგვადგება. თუ უკრაინაა ამ ომში მხოლოდ ევროპის იმედად დარჩება მაშინ ეს ნიშნავს რუსეთთან ყაიმს და ცუდ პირობებზე ზავს, მაგრამ, თუ უკრაინის მხარდაჭერას ევროპასთან ერთად გააგრძელებს აშშ და დღეს ესე ჩანს, ასეთ ვითარებაში ძნელად წარმოსადგენია რუსეთის დამარცხების გარდა სხვა სცენარი.
და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ, არავისთვის საიდუმლო არ არის, მე ინფორმირებული ადამიანები მყავს მხედველობაში, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურები თავს იკავებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში აქტიურობისაგან.
თავის დროზე აშშ-ს სსრკ-სთან პქონდა ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომ თავს შეიკავებდნენ ერთმანეთის ტერიტორიაზე მოქმედებებისგან. ეს ასე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოდის. სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1993 თუ 1994 წელს აშშ-სა და რუსეთს შორის მოხდა ამ შეთანხმების პროლონგირება და ამგვარი ვითარება სხვადასხვა დინამიკით გრძელდებოდა 2022 წლის 24 თებერვლამდე.
ამის შემდეგ, ვაშინგტონმა საქმის კურსში ჩააყენა რუსები, რომ ამ შეთანხმებიდან გადის. შედეგად მივიღეთ ამერიკის და მთელი დასავლური სამყაროს სპეცსამსამსახურების არნახული გააქტიურება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცხადია ეს უკრაინაზე არანაკლებ შეეხო კავკასიასაც.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული სპეცსამსახურების დომინაციის ხანა დასრულებულია. ეს ძალიან სერიოზული ახალი რეალობაა
ამის პოზიტივი ასე უნდა დავინახოთ – ის დრო როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცე რუსების სპეცსამსახურების საჯირითო ადგილი იყო, წარსულს ბარდება. ამის გამო აქ ძალიან ბევრი რამ იქოქებოდა ანტიქართული, ანტიუკრაინული და ასე შემდეგ. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსები რესურსულად დომინირებდნენ და ეროვნულ სპეცსამსახურებს უჭირდათ მათთან გამკლავება.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ არეალში რუსული სპეცსამსახურების დომინაციის ხანა დასრულდა. ეს თვისობრივად ახალი რეალობაა.
– [ჭურნალისტი]: კარგია თუ ასეა, მაგრამ, თუ ჩვენში სხვადასხვა სფეროში პროცესებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ამის მიუხედავად, ჩვენში რუსული სპეცსამსახურებიც კვლავაც აქტიურები არიან.
ბევრი ამტკიცებს, რომ მათი აქტიურობა ჩვენში პოლიტიკურ პროცესსაც საკმაოდაც კი ეტყობა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
– [ანალიტიკოსი მირიანი]: თავის მოტყუება იქნება იმის თქმა, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოს დაასვენებენ.
ჩრდილოეთში, მას შემდეგ, რაც იქ „ოქროს ურდო“ ჩამოყალიბდა, მისი სპეცსამსახურები ბათო ყაენიდან დაწყებული, შემდეგ „ოქროს ურდო“ რუსეთად რომ გადაკეთდა, ხანები მეფეებად რომ გარდაიქმნენ, იმ პერიოდიდან ესენი აქ არიან.
ამდენად საქართველოში რუსული სპეცსამსახურების აქტიურობა ერთგვარ მოცემულობად უნდა მივიღოთ. უბრალოდ, აქამდე მათი შეკავება ჭირდა. დღეს მათზე აღმატებული ძალით დასავლეთის სპეცსამსახურები შემოდიან და ამ რეგიონში რუსების დომინაციის დრო იწურება. მერწმუნეთ ეს ადრე თუ გვიან ჩვენში პოლიტიკურ პროცესებსაც დაეტყობა.
წყარო: ინტრეპრესმიუს