დღეს გავრცელდა აბსურდული “აუდიოჩანაწერები” ღრმად პატივცემულ ვოლსკისა და დიდად დაფასებულ ბიზნესმენ ხიდაშელს შორის. როგორც ჩანაწერის ხარისხი, ისე მისი შინაარსი, უაღრესად დაბალი დონის აღმოჩნდა (სხვანაირად მოსალოდნელი არც იყო).
თუმცა კიდევ უფრო დაბალი დონის იყო მათი კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ვინც გვამცნო, რომ რუსეთთან არ იქნება ურთიერთობა “ხიდაშელის გავლით” და იქნება მხოლოდ კურსი “საერთაშორისო თანამეგობრობის” ხელშეწყობით, მიმართული “დეოკუპაციისკენ” და იმავდროულად, სტაბილობა-მშვიდობის შენარჩუნებისკენ.
ბიზნესმენ ხიდაშელის საქართველოში ჩამოსვლა “რატომღაც” დაემთხვა კიდევ ერთი ბიზნესმენის, მ. ფიფიას ჩამოსვლას, რაც ნიშნავს, რომ ვერსია, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან “ბლატნოების” საშუალებით ცდილობს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ურთიერთობის დალაგებას, აზრისგან არც ისე შორსაა.
თუმცა არსებობს სხვა ასპექტიც – ვულგარული, დასავლური მასმედიის მიერ ატეხილი ვაი-უშველებელი. აქვე გთავაზობთ ტვ “პირველის” ე. წ. “გაშიფრულ” ჩანაწერებთან დაკავშირებულ სიუჟეტს, შემდეგ კი ირაკლი ჯანყარაშვილის კომენტარს ამ სიუჟეტზე:
ირაკლი ჯანყარაშვილი:
“ტვ – პირველმა როგორც მედიამ, მაუწყებლობა უნდა შეწყვიტოს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ გადაკეთდეს. თან პაციენტების ნაკლებობაც არ ექნებათ იქვე მყოფები დაწვებიან თავიანთ კლინიკაში სამკურნალოდ…
დილიდან მოგვაბღავლეს, რომ თურმე ევტოშენკოვის ახლო მეგობარი ხიდაშელი ჩამოვიდა საქართველოში და აი პრორუსმა ხელისუფლება ვოლსკი გაუგზავნაო…
ამ ყველაფერს კიდევ იძიებს “დროა” ელენე ხოშტარიას ორგანიზაცია, იმ ხოშტარიას , რომელმაც მოსკოვიდან ასობით ათასი დოლარი მიიღო და ესო მემკვიდრეობა არისო…
ხიდაშელის ყოფნის მიზეზსს არკვევს “მგიმოს” კურსდამთავრებული ხოშტარია…
ტვ – პირველი კიდევ მთელი ემოციით გადმოგვცემს ამ ამბავს…
ამ დროს კი რა დაგვიშავა საერთოდ ევტუშენკოვმა? ან საერთოდ ვინ არის გარდა იმისა, რომ ბიზნესმენია რომელიც ამერიკელებს არ “ევასებათ” და მიასანქცირეს.
ვინ კითხავს ევტუშენკოვს აფხაზეთის საკითხს ?
თუნდაც დავით ხიდაშელს აქვს კი ამხელა გავლენა რუსეთში, რომ ვიღაცეები დააწრმუნოს კონფედერაციულ მოწყობაზე ?
და საერთოდ თუ რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივ მოწყობაზე შევთანხმდებით, რომელიც აფხაზეთთან დაგვაახლოვებს, რატომ გამოდის ეს ქვეყნის დაშლა ?
თუ სავაჭრო ურთიერთობებს, ან თუნდაც რკინიგზას გავხსნით ამით რას ან როგორ ვკარგავთ ?
თუმცა ტვ – პირველის, “დროას” და სხვა ნაცხლისტთან ამოცანაც ხომ ეს არის, როგორმე ყველა ხიდი, რომლის გაბმასაც შევეცდებით აფხაზებთან ჩატეხონ…
ასეთია დავალებაა გაცემული “კოლექტიური დასავლეთიდან” , არავითარი მშვიდობა და მხოლოდ იარაღის ჟღარუნი, რაკეტების წვიმა და ჯარში გაწვევის რიგები უნდა იდგეს საქართველოში!” – “პუბლიცისტ.გე”