უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ვალერი ზალუჟნის კანდიდატურას დათანხმდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანული მხარისგან აგრემანი უკვე გამოითხოვა“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 8 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზალუჟნის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ზალუჟნი ამ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ახალი მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი გახდა.