რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს

თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადაგანაცხადა

 

„„ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ვერავინ გვაიძულებს. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ღიად საუბრობს „ჰამასის“ ლიდერებთან და მათ მტკიცედ უჭერს მხარს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცოტა ხნის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სტალინს, ჰიტლერს და მუსოლინის შეადარა. ღაზაში არსებულ სიტუაციას კი გენოციდი უწოდა.