ვინსენტ ვან გოგის ნახატი 4.5 მილიონ ევროდ გაიყიდა

ნიდერლანდელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნახატი – „მოხუცი ქალი თეთრი ქუდით“ ხელოვნებისა და ანტიკვარების ყოველწლიურ გამოფენაზე გაიყიდა. ახალმა მფლობელმა პორტრეტში 4,5 მილიონ ევროდ გადაიხადა.

„ქალი თეთრი ქუდით“ 1884 წლით თარიღდება. ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე ზომით 63/48 სანტიმეტრი. 1884 წელს მხატვარი ნიდერლანდების ქალაქ ნუენენში ცხოვრობდა.

ნამუშევარი გასაყიდად ამერიკულმა გალერეამ გამოიტანა.

„ახალი მფლობელი კერძო პირია, რომელსაც ევროპის ფარგლებს გარეთ კერძო მუზეუმი აქვს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.