ნუცა ბუზალაძე საქართველოს “ევროვიზიის“ კონკურსზე სიმღერით Firefighter წარადგენს.
კომპოზიციისა და მასზე გადაღებული კლიპის პრემიერა ორი საათის წინ კონკურსის Youtube-არხზე გაიმართა.
სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილომაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. ნუცამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ “ევროვიზიისთვის” მუშაობის15-წლიანი გამოცდილება აქვთ.
კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.