(ვიდეო) იაპონიაში რაკეტა აფეთქდა, რომელსაც ორბიტაზე თანამგზავრი უნდა გაეყვანა

რაკეტა, რომელსაც იაპონური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე უნდა გაეყვანა, სტარტის შემდეგ რამდენიმე წამში აფეთქდა. კერძო კომპანიის მიერ კოსმოსური აპარატის გაშვების პირველი მცდელობა იაპონიაში წარუმატებელი აღმოჩნდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

18-მეტრიანი რაკეტა Kairos კერძო კოსმოდრომიდან, Space Port Kii-დან გაშვების შემდეგ აფეთქდა. ინციდენტი იაპონიის დასავლეთ ნაწილში, ვაკაიამას პრეფექტურაში მოხდა.

ვიდეოზე ჩანს, რომ აფრენიდან რამდენიმე წამში რაკეტა კურსს იცვლის, შემდეგ კი აფეთქება ხდება. კომპანია Space One-ის ინფორმაციით, რაკეტის ფრენა მათ შეწყვიტეს, რადგანაც მან კურსი დაკარგა.

ამჟამად ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.