ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის ექსლიდერისთვის ხმის მიცემა რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერას ნიშნავს.
„ყოველდღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ტრამპისთვის ხმის მიცემა პუტინის გუნდისთვის ხმის მიცემას ნიშნავს“, – წერს კლინტონი X-ზე.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში უკრაინას ფულს არ გამოუყოფს და ეს კონფლიქტს დაასრულებს.