უკრაინის ეროვნული ბანკი ცდილობს, გათვალოს ის ზარალი, რომელიც ქვეყანას მიადგება რუსეთის წარმატებული გაზ-სატრანზიტო პოლიტიკის შედეგად. ამ პოლიტიკის შედეგია, რომ მალე უკრაინა აღარ იქნება საჭირო, რუსეთიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტისათვის.
ეს ფაქტორი იწვევს ფინანსურ ზარალს უკრაინისათვის და ეს ზარალი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეც (მშპ) აისახება. უკრაინის ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მშპ-ს 1 პროცენტზე მეტად არ შეამცირებს. ამჟამად უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტით წელიწადში 3 მილიარდ დოლარს ღებულობს.
მიმდინარე წლის ბოლოს “გაზპრომს” უკრაინასთან უმთავრდება ყველა ხელშეკრულება და სავარაუდოა, რომ ახალ ხელშეკრულებებს აღარ დაუდებს. რუსები გაზს სამხრეთით, “თურქული ნაკადით” და ჩრდილოეთით, “ჩრდილოეთის დინება2”-ით გადაქაჩავენ დასავლეთ ევროპის მიმართულებით.
ეკონომიკურზე მეტად უკრაინას პოლიტიკური ზარალი მიადგება – რუსეთი სრულფასოვნად დამოუკიდებელი ხდება უკრაინული ტრანზიტისაგან, შესაბამისად – უკრაინული შანტაჟისაგან.