აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობას სურს შეიტანოს ამაში თავისი წვლილი. მოვუწოდებ ყველას, დაუპირისპირდნენ ვლადიმირ პუტინს, ის ბანდიტია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.