რუსულად არაფერია სათქმელი, მოკლედ, წადით თქვენი… – ასე გამოეხმაურა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი რუმინეთისთვის ოქროს დაბრუნების საკითხს.
„არც კი ვიცი რა პასუხი გავცე ასეთ თავხედობას. ევროკავშირმა რუსეთს 300 მილიარდის ოდენობის აქტივები მოჰპარა და რუმინეთის ოქროს დაბრუნებას ითხოვს. რუსულად არაფერია სათქმელი, მხოლოდ შეიძლება ერთ ადგილას გაგზავნა. მოკლედ, წადით თქვენი…“ – წერს მედვედევი.
ცნობისთვის, 14 მარტს ევროპარლამენტის წევრებმა მოსკოვს ბუქარესტში „ეროვნული მემკვიდრეობის“ დაბრუნება მოსთხოვეს, ოქროს მარაგებისა და კულტურული, რელიგიური და საარქივო ფასეულობების ჩათვლით, რომლებიც მას შესანახად გადაეცა 1916-1917 წლებში.