ვლადიმირ პუტინის თითქმის სენსაციური განცხადება ნავალნის შესახებ, არჩევნების დასრულების შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საინტერესო განცხადება გააკეთა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით, საარჩევნო პროცედურების დასრულების შემდეგ, საღამოს, ჟურნალისტებთან. ეს განცხადება ერთგვარად სენსაციურ ნიშნებს შეიცავს.

კერძოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი თანახმა იყო ნავალნის გაცვლაზე:

“ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ზოგიერთმა კოლეგამ, მაგრამ არა [პრეზიდენტის] ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ზოგიერთმა პიროვნებებმა მაცნობეს, რომ არსებობს იდეა, ბატონი ნავალნის გაცვლისა ზოგიერთ ადამიანებზე, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, იმყოფებიან. თქვენ შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არა, მაგრამ ადამიანს, რომელიც მესაუბრებოდა, ფრაზის დასრულება არ ვაცალე და ვუთხარი: “თანახმა ვარ!” – აღნიშნა რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა და აწ უკვე არჩევნებში გამარჯვებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

პუტინის თქმით, ერთი პირობა, რომელიც უნდა შესრულებულიყო, უკავშირდებოდა იმას, რომ გაცვლის შემდეგ, ნავალნი რუსეთში აღარ უნდა დაბრუნებულიყო.