ვილნიუსის სამიტსაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების საქმეში, ხელისუფლება მასპინძლობს დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს თბილისში, რომელიც აუცილებლად ვიზიტი ახალ დინამიკას, ახალ კოორდინაციას, ახალ ფაზას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე.
„რაც შეეხება ვაშინგტონის საიუბილეო სამიტს, მიმდინარეობს მუშაობა ალიანსის მხრიდან, თუ როგორი ფორმა ექნება სამიტს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსთან, გენერალურ მდივანთან მუშაობას, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში საიუბილეო სამიტზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.