პუტინი: პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა როსტოვი-სევასტოპოლი, ხმელეთის გზით, ქერჩის ხიდის გვერდის ავლით, მალე აღდგება!

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვლადიმირ პუტინმა, ყირიმის შემოერთების 10 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ საზეიმო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რკინიგზა დონის როსტოვიდან დონეცკამდე, მარიუპოლამდე და ბერდიანსკამდე აღდგა.

„მალე მატარებლები პირდაპირ სევასტოპოლში წავა. და ეს იქნება ყირიმის ხიდის კიდევ ერთი ალტერნატიული გზა“, – განაცხადა მან.