“მისი წყალობით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა გაქცევა” – რას ჰყვება თვითმხილველი უმძიმეს წუთებსა და მამაკაცზე, რომელმაც ხალხი ტერორისტისგან იხსნა (ვიდეო)

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი ჰყვე­ბა, ერთ-ერთი იქ მყო­ფი ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მა­რა: 61 წლის ელე­ნა კონ­ცერ­ტზე ქა­ლიშ­ვილ­თან და ნაც­ნობ­თან ერ­თად მი­ვი­და. მისი თქმით, თა­ვი­დან ხალ­ხს ეგო­ნა, რომ უბ­რა­ლოდ ფე­ი­ერ­ვერკს ის­როდ­ნენ.

როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, მა­ყუ­რე­ბე­ლი სცე­ნის­კენ გა­იქ­ცა, რად­გან ამ შემ­თხვე­ვე­ბის­თვის სას­წრა­ფო გა­სას­ვლე­ლი სწო­რედ იქ მდე­ბა­რე­ობ­და. ელე­ნამ შე­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი სცე­ნა­ზე იდგა და ყვე­ლას ეს­რო­და, ვინც გაქ­ცე­ვას და­ა­პი­რებ­და. ამი­ტომ ფარ­დის უკან და­ი­მა­ლა და ლო­დი­ნი და­ი­წყო. უც­ბად და­ი­ნა­ხა, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ტე­რო­რის­ტთან მი­ვარ­და და ია­რა­ღი წა­არ­თვა.

“მისი საქ­ცი­ე­ლის წყა­ლო­ბით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა ადა­მი­ან­მა მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა. მისი დახ­მა­რე­ბით გა­დავ­რჩით. უბ­რა­ლოდ არ ვიცი ცო­ცხა­ლია თუ არა” – ამ­ბობს ელე­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ მოს­კო­ვის „კრო­კუს სითი ჰოლ­ში“ რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც ხან­ძა­რი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ მოს­კო­ვის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ტე­რაქ­ტად შე­ა­ფა­სა. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ე.წ. „ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო.