რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ნატოში გამოეხმაურნენ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.
„ცალსახად ვგმობთ მოსკოვში მომხდარ თავდასხმას. ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – აცხადებს ალიანსის პრესსპიკერი ფარა დახლალა.