რუსული ჯგუფი „პიკნიკი“, რომლის კონცერტი 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ უნდა გამართულიყო, მაგრამ ტერაქტის გამო ჩაიშალა, 27 მარტს სანკტ-პეტერბურგში, საკონცერტო დარბაზში, „ოქტომბერი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი არ გაუქმებულა. ამის შესახებ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტი“ იუწყება.
„27 მარტის კონცერტი გაიმართება!“ – დაწერა პეტერბურგის საკონცერტო დარბაზმა „ტელეგრამში“.
ცნობისთვის, „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 137 ადამიანი დაიღუპა და 182 დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.