აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ ადვოკატთა სპეციალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, რათა დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატები შესაძლო დარღვევებიში გამოიჭიროს. ამ გზით, დემოკრატიული პარტია ცდილობს, გზიდან ჩამოიცილოს ის კანდიდატები, რომლებსაც შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ ჯო ბაიდენს და შეამცირონ მისი ხელახალი არჩევის შანსები.
ადვოკატთა მთელი არმია მუშაობს აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაში, რომლის ამოცანაა, დამოუკიდებელი კანდიდატების შესაძლო საარჩევნო დარღვევების გამოვლენა, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისას. ბუნებრივია, იგულისხმება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს ნებისმიერ წვრილმანზე მოედავებიან, არ აპატიებენ ერთ წერტილს ან მძიმეს, თუკი რომელიმე დოკუმენტში შეცდომით იქნება დასმული. ასეთია ამერიკული დემოკრატია – ხალხიდან გამოსულ ადამიანს მეტი მოეთხოვება, ვიდრე მილიარდერების “ელიტის” წარმომადგენელს.
ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი ყველაზე დიდ საფრთხედ აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის რობერტ კენედი-უმცროსის ძმისშვილს მიიჩნევს.
20 მარტს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დემოკრატიულმა პარტიამ დაიქირავა ადვოკატები დამოუკიდებელ კანდიდატებთან საბრძოლველად. ამჟამინდელი პრეზიდენტის გუნდი შიშობს, რომ უპარტიო პოლიტიკოსები და მცირე პარტიების წევრები შეიძლება, გახდნენ სახელმწიფოს მეთაურის „გამფუჭებლები“ და მისი ამომრჩევლის გადმომბირებლები.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეგრეთ წოდებული მერყევი შტატები, რომლებშიც დემოკრატიული და რესპუბლიკელი კანდიდატების პოზიციები მაქსიმალურად ახლოსაა და ყველაფერი რამდენიმე ათასი ხმით შეიძლება გადაწყდეს. ბაიდენის საარჩევნო შტაბი შიშობს, რომ რაც უფრო მეტი პოზიცია ექნება ამომრჩეველს ბიულეტენზე, მით უფრო გაუჭირდება ბაიდენს ხელახალი არჩევა.
რომელ დამოუკიდებელ კანდიდატებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში?
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ახლა სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის: რადიოწამყვანი რობერტ კენედი-უმცროსი, ფილოსოფიის პროფესორი და სოციალური აქტივისტი კორნელ ვესტი და ექიმი და მწვანეთა პარტიის წევრი ჯილ სტეინი.
გარდა იმისა, რომ 70 წლის რობერტ კენედი-უმცროსი შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედისთან არის დაკავშირებული, ცნობილია როგორც იურისტი და გარემოს დაცვის აქტივისტი. ჯერ კიდევ 1999 წელს მან დააარსა ორგანიზაცია Waterkeeper Alliance, რომელიც იბრძვის წყლის ობიექტების სისუფთავისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, კენედი-უმცროსი ასევე აქტიურობდა მასობრივი ვაქცინაციის წინააღმდეგ, მისი შეხედულებები განსაკუთრებით რადიკალიზებული იყო პანდემიის დროს.
მას თავდაპირველად სურდა მონაწილეობა მიეღო როგორც დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, მაგრამ 2023 წლის ოქტომბერში მან გამოაცხადა გადაწყვეტილება, კენჭი იყაროს, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატადმა. რობერტ კენედი მოიაზრება „სიმართლის მთქმელად“. იგი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ დაასრულებს „მთავრობისა და კორპორაციების კორუმპირებულ შერწყმას“, რომლებიც ცდილობენ „მოწამლონ ჩვენი შვილები და ჩვენი ხალხი ქიმიკატებითა და ფარმაცევტული საშუალებებით“ და „გაანადგურონ საშუალო კლასი“.