ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლესთან აქციას მართავს.
ორბელიანების სასახლესთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „თავისუფლება მიხეილ აღმაშენებელს“, „გადავარჩინოთ მიშა“.
ადგილზე იმყოფებიან სოფო ჯაფარიძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, ირაკლი ნადირაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები.
დღესვე, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილ ხელმოწერებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცემს.