სოფელი ჯილიზა საქართველოს საზღვრისპირა ლორეს პროვინციაში მდებარეობს, 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 108 ადამიანს შეადგენდა, ფართობი 5.57 კმ²-ია. სოფლის აღმოსავლეთით დგას ქართული არქიტექტურის ძეგლი ოფრეთის ციხე.
ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი” ავრცელებს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.
გამოცემის ცნობით, სომხეთი საზღვრების დემარკაციაზე მუშაობას როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან ააქტიურებს. კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რვა სოფელი დაიკავეს, ხოლო სომხური გაზეთი „ჰრაპარაკი” ახლახან წერდა, რომ პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი უმოკლეს დროში აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის დაბრუნებას აპირებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს მიდგომა სომხეთის მოქმედი მთავრობის ახალი კონცეფციაა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ თეორიულ ნაწილს და მხოლოდ განცხადებებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც.
„სომხეთი ახლანდელი ხელმძღვანელობა ამას იმიტომ აკეთებს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკური კურსი რაღაცნაირად შეცვალოს. დააფიქსიროს, რომ სურს მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთბების საფუძველზე დიალოგის დაწყება კავკასიის რეგიონალურ სახელწიფოებთან და აძლევს პრეცედენტს, რომ მოახდინონ საზღვრების დემარკაცია დელიმიტაცია საქართველოსა და აზერბაიჯანთან და მერე უკვე დაიწყოს მოლაპარაკებები თურქეთთან.
„ეს ახალი კონცეფციაა, რომელსაც ახლა სომხეთის მთავრობა იყენებს თანამედროვე სომხეთის სახელმწიფოს ფარგლებში. ეს ფაშინიანის მხრიდან არის არა მხოლოდ თეორიული ნაწილი, არამედ უკვე პრაქტიკული ნაბიჯებია. როგორც ჩანს, კობახიძის ვიზიტიასას ამაზე მხარეები შეთანხმდნენ, საჯაროდ ეს არ განუცხადებიათ, მაგრამ კულუარულ მოლაპარაკებებს არ გამოვრიცხავ. ეს პრეცედენტი რუსეთისთვის ერთგვარი ხარაკირია. სხვათა შორის, ლავროვმა საკმაოდ აგრესიული და მკვახე განცხადება გააკეთა, რომ სომხეთი დასავლეთის მარიონეტი ხდება.
„რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება, ვიცით, რომ 5 აპრილს სპეციალური კავკასიური არაფორმალური სამიტი შედგება აშშ, საფრანგეთი და ევროკავშირის მონაწილეობით და ჩანს, რომ დასავლეთი კავკასიაში ძალთა ბალანსის ცვლილებაზე მიდის. კავკასიური უსაფრთხოების ფორმატი „3+3″, სადაც საქართველოსაც ტენიდნენ და რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების დაბლოკვას და რეგიონის ჩაკეტვას აპირებენ, ეს როგორც ჩანს, დასავლეთში გაღიზიანებას იწვევს და იძულებულს ხდის თავისი საქმიანობა გაააქტიუროს, რომ ეს სისტემა როგორმე შეცვალოს. მეორეც, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ელემენტები როგორმე შეამციროს, არა მხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არამედ კავკასიის რეგიონის მიმართულებითაც შეაკავოს.
„აქ უკვე ამერიკის გეოეკონომიკური ინტერესები ჩნდება, აშშ-მა ჩინეთისა და რუსეთის საპირწონე ახალი გეოეკონომიკური პროექტი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს ჰოლანდიის პორტებიდან ინდოეთის მუმბაის პორტებამდე სატრანზიტო კორიდორი გაჭრას, ეს ინიციატივა ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტზე წარადგინა და როგორც ჩანს, ისინი ამ პროექტის რეალიზაციას იწყებენ, სადაც კავკასია ერთ-ერთი სატრანზიტი ჰაბად მოიაზერება. ამასთან, საფრანგეთი ცდილობს, რომ ევროკავშირის სახელით კავკასიაზე აიღოს მეურვეობა რუსეთის ჰეგემონობის შესაკავებლად”,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.
მინაწერი გიული ალასანიას ყოფილ “ლიუბიმჩიკ” მაისაიას (რომელიც, სააკაშვილს ერთგულებას ეფიცებოდა და ღალატის გამო მართლაც ჩააყუდეს ციხეში):
3+3 საქართველოსთვის ყველაზე უფრო ბუნებრივი ფორმატია – სამეზობლო ფორმატი, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობებზე უარის თქმას არ ნიშნავს, თუმცა პრიორიტეტი სამეზობლოს მიენიჭება. აღნიშნული ფორმატი, რაც მთავარია, გამორიცხავს აფხაზეთ-ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებას ჩვენი სამეზობლოს მხრიდან, ხოლო რუსეთს რაც შეეხება, იგიც ირიბად აღიარებს, რომ ამიერკავკასიაში არის მხოლოდ 3 სახელმწიფო, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, და მეტი არავინ. ეს უკვე არაა “შეტენვა”, ეს არის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი, მაგრამ დასავლეთის ფონდების უკანალში შეტენილ მაისაიას ამის გაგება არ სურს.
აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს სომხეთის, აშშ-სა და ევროკავშირის სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. აზერბაიჯანი აღნიშნულით შეშფოთებულია – ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რომ „თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს”. თავის მხრივ ერევანი აცხადებს, რომ ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნება სომხეთ-ევროკავშირ-აშშ თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს, „არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ”.
რაც შეეხება საზღვრის დემარკაციიის პროცესს, მარტის შუა რიცხვებში ბაქომ ერევანს რვა სოფლის „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე” გადაცემა მოსთხოვა, ამის საპირწონედ კი სომხეთის მთავრობამ დაასახელა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე 31 სოფელი, რომელიც მათი თქმით სომხეთს ეკუთვნის, რაც ბაქომ კატეგორიულად უარყო.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ბაქოს მიერ მოთხოვნილ რვა სოფელზე გადის თბილისი-ერევანის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზა, ასევე, რუსეთიდან მომავალი „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის” მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს კვეთს და სომხეთს გაზით ამარაგებს.