დამასკოზე ისრაელის ვერაგულ შეტევას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური ემსხვერპლა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სავარაუდოდ ისრაელის მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი მეთაური, მოჰამად რეზა ზაჰედი ემსხვერპლა. ამის შესახებ The Times of Israel ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

არსებული ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის საელჩოს გვერდით მდებარე შენობაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რასაც ჯამში 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალებს დამასკოში მომხდარი თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.