საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი დილიდან წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
მარიამობა ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. დღესვე მორწმუნეებისთვის ორკვირიანი მარხვა დასრულდა.