გიორგი ვოლსკი: თუკი ვინმე რუსეთის დაფინანსებით მოქმედებს, მით უმეტეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რად უნდა იმას კანონი?

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უნდა ჩაერთონ (ოპოზიციონერები პარლამენტის მუშაობაში) და საკუთარი მოსაზრებები მოიტანონ. მეტსაც გეტყვით, საერთოდ თავიანთი კანონპროექტი მოიტანონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, დღეს ამ კანონის ალტერნატივად წარმოდგენილია „რუსეთთან ხმალამოღებული ბრძოლის თემა“, იმ ფონზე როცა „ნაცმოძრაობამ“ საქართველოს 20% ჩააბარა რუსეთის ფედერაციას“.

„დღეს ეს ადამიანები ამბობენ, რომ რუსეთის თემა თითქოსდა ალტერნატიულია. თუკი ვინმე რუსეთის დაფინანსებით მოქმედებს, მით უმეტეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რად უნდა იმას კანონი? ვინც არ უნდა იყოს, თუკი საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება, რასაკვირველია ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. რად უნდა ამას ასეთი დემაგოგიური თემის შემოტანა?

ანგარიშვალდებული რომ იქნები, დონორის მიერ გამოყოფილ თანხას არამიზნობრივად ვეღარ დახარჯავ. ამას ვეღარ გააკეთებ. როცა იტყვი, რომ მივიღე ამდენი თანხა და დავაფინანსე ესა თუ ის ღონისძიებები, უკვე პასუხისმგებლობა გიჩნდება შენი ხალხის წინაშე. იგივე დონორებთან. დარწმუნებული ვარ, თუ სადმე იქნება შესანიშნავი პროექტები, ამისთვის საზოგადოების მადლობა ეკუთვნის არაერთ ორგანიზაციას, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში არ არის ჩართული. პირადად მაქვს საქმიანი ურთიერთობა რამდენიმე მათგანთან, რომლებიც შესანიშნავ პროექტს ახორციელებენ საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.