ისრაელი და შეერთებული შტატები მიიჩნევენ, რომ ირანი აპირებს შურისძიებას ისრაელის მიერ სირიაში საკონსულოს დაბომბვის გამო და გეგმავს საპასუხო შეტევას, რომელიც მოიცავს თავდასხმას დრონებისა და საკრუიზო რაკეტების გამოყენებით, – წერს CBS News.
როგორც მედია წერს, თავდასხმის დრო და სამიზნე უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდება მომდევნო კვირას. ასევე, უცნობია საიდან განხორციელდება თავდასხმა.
მედიის ცნობით, ისრაელი აცხადებს, რომ საპასუხო მოქმედებებს განახორციელებენ, ამიტომ ირანის თავდასხმა ისრაელის ობიექტზე კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება რეგიონული ომის გზაზე.
„ისრაელმა ნაწილობრივ შეაჩერა დიპლომატიური მისიების მუშაობა რიგ ქვეყნებში ირანის საფრთხის ფონზე. ზოგიერთ ადგილას განხორციელდა პერსონალის ნაწილობრივი ევაკუაცია დიპლომატების სიცოცხლის დაცვის მიზნით“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დმიტრო ჰენდელმანმა.