მაშველებმა ბავშვები გადაარჩინეს – ხანძარი გლდანში

საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბავშვებს შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა “სასწრაფო დახმარების” ბრიგადამ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა

მეხანძრე-მაშველებმა გლდანში,  საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის დროს  სამი  ბავშვი გადაარჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დღეს, დილით „112“-ში  შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ გლდანის რაიონში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველის მობილიზება.

“სპუტნიკი”