ნეაპოლელი ჟურნალისტი: დე ლაურენტისი მზადაა, კვარაცხელიას შესანარჩუნებლად 2-3 კედელი აღმართოს

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ბარსელონას“ ინტერესის მიუხედავად, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის დაკარგვის საფრთხე, დღევანდელი სიტუაციით, არ ემუქრება.

სკოტოს აზრით, კვარას ჯერჯერობით, ურჩევნია ნაპოლისნაირი გუნდის ლიდერი იყოს.

„ბარსელონას“ კვარაცხელიას შეძენა სურს? ქართველი გადაწყვეტს, რომელსაც ჯერჯერობით, წასვლა არ მოუთხოვია. ის ელოდება კონტრაქტის პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, როგორც დაჰპირდნენ. არსებობს შეთანხმება ოსიმენის კონტრაქტის მსგავსი, რომელიც ზაფხულში პსჟ-ში წავა.

კვარაცხელია ფიქრობს, რომ კარიერა „ნაპოლიში“ განაგრძოს. როგორც ჭკვიანი და განათლებული ბიჭი, მას ურჩევნია მთავარი გმირი იყოს „ნაპოლის“ მსგავს გუნდში, ვიდრე ევროპულ გრანდში რიგითი მოთამაშე. ამ მომენტში საფრთხე არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში, დე ლაურენტისი მზადაა აღმართოს არა ერთი, არამედ ორი-სამი კედელი მის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სკოტომ.