,,9 აპრილს არავის მოკვლა არ უნდოდათ, 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა”- რას აცხადებდა იური მეჩითოვი 9 აპრილთან დაკავშირებით

არქივიდან: 2018 წლის ნოემბერში, Al Jazeera-სთვის მომზადებულ გადაცემაში, რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო იური მეჩითოვმა ისაუბრა. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საბჭოთა წარსულზე და 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს:

“აქციის მონაწილეები 13-დან 25 წლამდე იყვნენ ძირითადად. მხოლოდ ახალგაზრდები. მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს.

რა გაქვთ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არ ვიცი. ხალხი ისეთი ბედნიერი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.

რა გაქვთ რუსეთის საწინააღმდეგო? 200 წელი ვიყავით რუსეთის ქვეშ და ვიყავით აყვავებულები.” თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ იური მეჩითოვი 9 აპრილის ფოტო და ვიდეო მასალების ავტორია. მასვე ეკუთვნის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტოც:

,,9 აპრილს არავის მოკვლა არ უნდოდათ, 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა"- იური მეჩითოვი 9 აპრილზე

იური მეჩითოვის ამ სიტყვებმა ისტერიკა გამოიწვია გვარამია-გრიგოლიას საქათმეში და მას ობსტრუქცია მოუწყეს, ლანძღვა-გინებით აიკლეს, “სომეხიც” ეძახეს. ვაშა ამ ახალ საქართველოს!