“ალტ ინფოს” პარტიის გაუქმება: ივანაშვილს თავი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ჰგონია

მართლაც უპრეცედენტოა საქართველოში პარტიის გაუქმება სახელმწიფოს მიერ, ასეთი შემთხვევა არავის ახსენდება. ეს მით უფრო, არჩევნების წინ, საკმაოდ ცნობადი და რეიტინგული პარტია, როგორიც “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფოა”.

თვით ლიბერასტური გამოცემები დაბნეულები არიან და სიტყვები არ ჰყოფნით. მაგალითად, “ნეტგაზეთმა” გაიმეორა საჯარო რეესტრის ფსევდო-არგუმენტები, რომლებიც სრულ აბდა-უბდასა და იურიდიულ ნონსენსს წარმოადგენს. მეტი სათქმელი, რაიმე არგუმენტაცია, მათ არ გააჩნიათ.

ეს ყველაფერი ნიშნავს შემდეგს:

მართლაც ივანაშვილის სანქციით მოხდა პარტიის გაუქმება – ნაჩქარევად, უხეშად, კანონის სრული დარღვევით.

რა მიზეზი ჰქონდა ივანაშვილს საამისოდ?

ჩვენი ღრმა რწმენით, ივანაშვილი გარიგებას ცდილობს რუსეთთან, ერთი მხრივ და დასავლეთთან, მეორესი.

რუსეთში იგი გზავნის მესიჯებს, რომ მხოლოდ მე ვარ თქვენი შესაძლო პარტნიორი და საქართველოში სხვას არ დაელაპარაკოთ. ამერიკა-ევროპას კი ეუბნება: არ დავუშვებ ანტიდასავლური და პრორუსული ძალების რაიმე ფორმით მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.

როგორც ჩანს, საქართველოში ნომერ 1-ლ ოლიგარქს თავი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ჭკვიანი ჰგონია. “აგდებს” ამერიკელებსაც და რუსებსაც.

რეალობა კი გვიჩვენებს, რომ წინ დიდი კატაკლიზმები გველის, იმედია, ივანაშვილს არ გადაყვება საქართველო. არადა, ამისი დიდი ალბათობა არსებობს.