ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე მუშაობა დაიწყო, რათა შეზღუდოს აგრესორის შესაძლებლობა, უკვე დაწესებულ სანქციებს გვერდი აუაროს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„შესაძლოა ეს შემაკავებელი ზომების ვრცელ ჩამონათვალს მოიცავდეს, სადაც აქცენტი [უკვე დაწესებული სანქციების] გვერდის ავლაზე გაკეთდება, მაგალითად, საზღვაო სექტორში, რადგან რუსეთი ნავთობის ექსპორტზე ფასის ლიმიტის დარღვევას აგრძელებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ, შევაჩეროთ სანქციების გვერდის ავლა დასავლური შვილობილი კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ევროპის გარეთ მოქმედებენ”, – თქვა მან.
დომბროვსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი გაზაფხულის ბოლომდე უნდა მიიღონ.