ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი ხისტ პასუხს გასცემს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.
„ნამეტანი მოსდით უკვე და დაავიწყდათ, რა არის ბელარუსი. ფიქრობდნენ, რომ დაგვაჩოქებდნენ, ტანკებითა და რაკეტებით შეგვაშინებდნენ. ვნახოთ, ვინ ვის შეაშინებს. ვაჩვენებთ მათ რა არის სანქციები“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი სანქციების პირობებშიც გადარჩება.
„ადრე გადავრჩით და ახლაც გადავრჩებით. ბევრი კეთილი ადამიანია ირგვლივ. ამიტომაც, ნუ შეგვაშინებთ“, – დასძინა მან.
“იმედი”