გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილის “ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია გაიმარჯვებს.
“გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი. ჩვენ გავიმარჯვებთ! “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
“მთავარმა არხმა“ პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ISSA კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება“ – 37.4%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 18.8%; “ახალი“ – 13.8%; “საქართველოსთვის“ -5.2%; “ლელო საქართველოსთვის“ -4.7%; “ლეიბორისტული პარტია“ – 2.7%; “ევროპული საქართველო“ – 2.3%; “კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -2.2%; “მოქალაქეები“ – 2.2%; “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ -2.1%; “ხალხისთვის“ – 1.8%; “გირჩი – მეტი თავისუფლება/დროა“ – 1.7%; “გირჩი“ – 1.7%; “სამართლიანობისთვის“ -0.7%; “ხალხის ძალა“ – 0.6%; “პატრიოტთა ალიანსი“ – 0.6%; “ერი“ (ერთობა რაობა იმედი) – 0.5%; “რესპუბლიკური პარტია“ – 0.4%; “კანონი და სამართალ“ი -0.3%; “სხვა პარტია“ -0.3%.