აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ „ლაურას“ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 10 მოქალაქე ლუიზიანაში, 4 კი – ტეხასში დაიღუპა.

ძლიერმა ქარმა, რომლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევდა, ნახევარ მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენეგიის გარეშე დატოვა, დააზიანა შენობები, გზები, ავტომობილები, ლუიზიანას შტატში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში კი ხანძარი გამოიწვია.

„ლაურა“ ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა, თუმცა, ზოგიერთ შტატში ძლიერი წვიმა ჯერ კიდევ გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაზარალებულ შტატებში ვიზიტსა და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.

 

“ინტერპრესნიუსი”