ბერლინში COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია ტარდება

ბერლინში COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია ტარდება

ბერლინი

ბერლინში COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია იწყება. BBC-ის ცნობით, ორგანიზატორები აქციაზე 22 000 ადამიანს ელოდებიან, რათა COVID-19–ის გავრცელების კონტროლისთვის დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტონ.

ბერლინში ხელისუფლებამ მსგავი აქტივობა აკრძალა, თუმცა სასამართლომ ორგანიზატორებს COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარების უფლება მისცა.

პროტესტის დღეს უსაფრთხოებას 3000 პოლიციელი დაიცავს. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ აქციას დაშლიან, თუ ისინი წესებს არ დაიცავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”