მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან აქციებს სხვადასხვა დროს აანონსებენ.
მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია: „დღეს, საღამოს რვა საათზე, პარლამენტის წინ ჯიუტი წინააღმდეგობა გრძელდება“.
„დაფიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ პარლამენტთან შვიდ საათზე შეიკრიბებიან.
„გაემზადეთ, მეგობრებო. დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და არ უნდა დავიშალოთ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – აღნიშნულია „დაფიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები ტარდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.