კენიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის ქვეყნის სამხედრო სარდალი დაიღუპა

კენიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე მყოფი 12 ადამიანიდან 10 დაიღუპა.

მათ შორის იყო ქვეყნის სამხედრო სარდალი ფრენსის ოგოლა. სამხედრო ჩინოსანი კენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დისლოცირებული შეიარაღებული ძალების ბაზას სამსახურებრივი ვიზიტით ეწვია.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. გამოძიებას ადგილზე ოპერატიული ჯგუფი ატარებს.