ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი და არასწორია ოჯახის წევრზე შეხება. მე არ მგონია, ღირსეული იყოს ეს საქციელი, – ამის შესახებ ინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, თავად ყველას ოჯახს სცემს პატივს და რამე თუ უხეშად გამოსდის, ბოდიშს იხდის.
„მე და ალბათ უმეტესობა ოჯახებში გავიზარდეთ და ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ. ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი და არასწორია ოჯახის წევრზე შეხება. მე არ მგონია, ღირსეული იყოს ეს საქციელი. მე ყველას, ასევე თქვენს შვილებს პატივს ვცემ. მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ. მე მგონი, სწორი ეს არის. არ შეიძლება, შვილებს, ოჯახს, დედას, მამას შეეხო. მე ბატონი ლევანის მშობლებსაც, ოჯახის წევრებს, შვილებსაც პატივს ვცემ. მესმის, შეიძლება, თქვა, რომ არ მუშაობ კარგად, გალანძღო ადამიანი, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. მე თუ რამე ასე გამომდის, ბოდიშს ვიხდი. მესმის, ტყუილებს და არასწორს საუბრობს. იქ ახსენა ჩემი მოადგილე, ეს თქვა, ის თქვა. სხვთაშორის, ჩემმა მოადგილემ ერთი რაღაც თქვა მასზე და რა ვიცი, პასუხი გასცეს, მართალი თქვა მასზეც?! დღეს ის ახლა სასჯელს იხდის, სამწუხაროდ. თუმცა, არანაირად არ მინდა მასზე საუბარი. არ მგონია, რომ ბატონი ლევანის მეგობრებსაც მოსწონდეთ ის, რაც ახლა მან გააკეთა დღეს, იმ ოჯახზე და შვილებზე შეხება. არასოდეს არ შევეხები და ჩემს ზნეობაში არაა, ასე გავიზარდე ყოველ შემთხვევაში. ცუდია ასეთი საქციელი და ვფიქრობ, მეორედ აღარ უნდა გააკეთო ბატონო ლევან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.