კაცი, რომელმაც ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას თავი დაიწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც ნიუ-იორკში, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის დონალდ ტრამპის სასამართლოს მიმდინარეობისას თავი დაიწვა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას „cbsnews“-ი ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, საწვავის გადასხმამდე მამაკაცმა ბროშურები გაფანტა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, კაცი უკვე იდენტიფიცირებულია და ის მაქს აზარელოა ფლორიდის შტატიდან.

ამერიკული მედიის ცნობით, კაცი ფლორიდის შტატიდან ნიუ-იორკში კვირის დასაწყისში ჩავიდა.

ამ ეტაპზე უცნობია რა მოტივით დაიწვა კაცმა თავი. სავარაუდოდ ის ტრამპის მხარდამჭერი იყო.